суббота, 27 июня 2015 г.


ტრენინგის 9 დღე
ნელნელა მივუახლოვდით ფინიშს.დღეს უკვე მეცხრე დღეა..ყველაფერი გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლი და თავი მოვუყარეთ ერთად.ავტვირთეთ საქაღალდე.პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა ჩვენთან ერთად,რათა საფუძვლიანად შეგვესწავლა ტრენინგის მასალები.
საინტერესო ოყო ტრენინგის ყველა დღე.სიახლე იყო ბლოგში მუშაობა და საქაღალდის სტრუქტურა,პრეზენტაციების გაკეთება,შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა.
ჩემი პატარებისთვის სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყება.
ტრენინგის 8 დღე
დღეს ვიმუშავეთ 8 მოდულზე და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით ფასილიტაციას,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.წარმოვადგინეთ პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები.შევისწავლეთ როგორ წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად,როგორ გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს კონსტრუქციული უკუკავშირი
ტრენინგის 7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს ვიმუშავეთ სქემის სფეროზე,აღქმის სტილზე,მოსწავლის შეფასებასა და თვითშეფასებაზე.გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ფორმებს.





ტრენინგის 6 დღე

საინტერესო იყო ტრენინგის მე-6 დღე.დღეს ვიმუშავეთ პორტფოლიოს ნიმუშის შექმნაზე.გავიხსენეთ საავტორო უფლებები.ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე.




რტენინგის 5 დღე
გავეცანით უკუკავშირის ხერხებსა და მეთოდებს,ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება.ასევე გავეცანით პროექტის პრეზენტაციას.პაუერ პოინტში ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება review ველის გამოყენებით.მუშაობა გართულდა და მეტი შემართებით და ძალისხმევით ვეკიდებით საქმეს.
ტრენინგის 4 დღე
დღეს გავეცანით შეკითხვების სახეებს.გავაანალიზეთ და განვასხვავეთ ერთმანეთისგან ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,რაც საშუალებას მომცემს სრულყოფილად შევაფასო მოსწავლე,პროექტზე მუშაობის პერიოდში.
ტრენინგის 3 დღე

ტრენინგის ყოველი დღე საინტერესოა..დღეს უკვე მესამე დღეა..გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები,რომელმაც დადებითი განწყობა შექმნა.გავიხსენეთ ვორდში მუშაობა,ფურცლის ზომის,ფერის შეცვლა.ვისწავლეთ სურათის ჩამოტვირთვა,დესკტოპზე გადატანა,ჩასმა,ბლოგზე ფონის შეცვლა.ვისაუბრეთ სტანდარტებზე,გამოვკვეთეთ მიზნები.ვიმსჯელეთ იმის შესახებ,თუ რა გვსურს მოსწავლეებმა ისწავლონ პროექტებით.გავიარეთ მოდული 2.დღე სასიამოვნოდ დასრულდა.





ტრენინგის 1-2 დღე

ტრენინგის 1-2 დღე
ვისწავლე საქარალდის სტრუქტურა,რომელიც არ ვიცოდი თუ არსებობდა.ვნახე პროექტების ნამუშევრები,მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შექმნის შესახებ და იმედია გავართმევ თავს.მართალია მქონდა ელექტრონული წიგნი ნანახი,მაგრამ განსხვავებული იყო ნავიგაცია.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და გავიგე,რომ არის იმდენად მნიშვნელოვანი,რომ გადიხარ თანამედროვე სტანდარტებზე.

მე-2 დღე-ვისწავლე ბლოგის შექმნა,ბლოგზე მუშაობა,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში,გავაკეთებ პორტფოლიოს.ასევე ვისწავლე შეტყობინებების გაკეთება დარეფლექსის დაწერა.განვიხილეთ ისევ პირველი მოდული,დავათვალიერე პროექტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ნამუშევრები,პუბლიკაციები,კედლის გაზეთები.გავიხსენე ვორდში მუშაობის უნარ-ჩვევები,გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმისა და დიზაინის მონახაზი,ვისაუბრეთ სტანდარტზე.